istoriuli soflebi  
  
 
 

varneTi
ისტორიული სოფელი ჯავახეთში, ნიალის ველის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეზე, ქარზამეთისწყლის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე.

ვარნეთის ციხე იხსენიება „მესხურ მატიანეში“, სადაც 1576 წლის მომხდარა ბრძოლა ჯაყელებისა და შალიკაშვილის მომხრეთა შორის: „აგჳსტოს ოცდაათერთმეტსა ვარნეთის ციხეს უღალატეს მგელციხიდამა და ენკენისთუეს ოთხსა პატრონი მანუჩარ და პატრონი ერეკლე, მათი ბიძაშუილი, მგელციხეს იყვნეს და შალიკიანთ აზნაურიშვილებს თავს დაესხნეს. აზნაურიშვილები გარდაეხუეწნეს. ერეკლე მიეწია, კაცი ჩამოაგდო და კარგი ცხენი დარჩა და ჩ˘ნც მოვედით სამცხიდამა და შერანშაიანთ წყაროზე დავდეგით“.

„გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით, 1595 წელს ვარნეთი ახალქალაქის ლივაში შემავალ ნიალისყურის რაიონში შედიოდა. მაშინ იქ 12 კომლი ქართველი ცხოვრობდა: ბატატა თევდორეს ძე, გაგუჩა ძმა მისი, გოგიჩა ელიას ძე, ელისა ძმა მისი, ზურაბ, ვარძელ ძმა მისი, ლაშქარა გუბელას ძე, ბევროზა ძმა მისი, გოგოლა დანიელის ძე, დათუნა გულას ძე, იარაზიზ ბევროზას ძმა, იზაკა დანიელის ძე. მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი და სელი. ჰქონდათ ბოსტნები, ჰყავდათ ცხვარი, ღორი და ფუტკარი. მათი წლიური გამოსაღები 14 365 ახჩას შეადგენდა. 1714 წელს „ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთრის“ მიხედვით, სოფელი ვარნეთი ექვემდებარებოდა ვინმე აჰმედ მეჰმედის ძეს და იხდიდა გადასახადს 14 365 ახჩის ოდენობით.


მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ასპინძის მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა  
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995